saqarTvelos uReltexilebi - gezevcekis uReltexili
კოორდინატები | 42°53`19` ჩ. გ. 43°21`26` ა. გ. |
ტერიტორიული ერთეული | ონის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3461 მ |
ქედი | რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონი |
უღელტეხილი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდინარე რიონის სათავეებში, ფასის მთის აღმოსავლეთით. სიმაღლე ზღვის დონიდან 3452 მ. გეზევცეკის კალთები აგებულია ქვედაიურული თიხა-ფიქლებითა და ქვიშაქვებით. დაფარულია მარადი თოვლ-ყინულით. მდინარე რიონის ხეობას (ზემო რაჭა) აკავშირებს ჩერეკის ხეობასთან (ყაბარდო-ბალყარეთი).